“ვერავინ არიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას თავისი საქმიანობისას აქვს” – მათიკაშვილი
“ობიექტური ანალიზის პირობებში ვერავინ აარიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ევროკომისიის დასკვნიდან წამოსული ეს ფრაზა – კარგად ფუნქციონირებადი მთავრობა ნიშნავს, რომ ობიექტური განსჯისა და ანალიზის პირობებში ვერავინ აარიდებს თავს იმ შთამბეჭდავ მიღწევებსა და შედეგებს, რომელიც საქართველოს მთავრობას თავისი საქმიანობისას აქვს. ევროჩინოვნიკები, ერთი მხრივ, როცა ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორისაა და ინდექსებში მოწინავეა, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანას ემუქრებიან, რომ აგენტურას ქვეყნის ხელისუფლებაში თუ არ დააბრუნებ და „დემოკრატიის შუქურას“ ქვეყანას არ ჩააბარებ, უვიზო მიმოსვლას წაგართმევთო, სად არის აქ სამართლიანობა, ერთმაგი სტანდარტი და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა?“, – განაცხადა მათიკაშვილმა.