ზურაბ აბაშიძე მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა.
აბაშიძის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მზადების საკითხი ჟენევისა და პრაღის ფორმატებში არ განხილულა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან საჯაროდ გაკეთდა განცხადებები და საქართველოს მხრიდანაც დადასტურდა შეხვედრისთვის მზაობა, მაგრამ შემდგომ არანაირი განხილვა, არანაირი მზადება ამისათვის არ ყოფილა.
“არც რუსეთს მოუმართავს რაიმე კონკრეტული წინადადებებით ამის თაობაზე, არც ჩვენი მხრიდან ყოფილა რაიმე განხილვა. ასე, რომ არც პრაღის ფორმატში, არც ჟენევაში არანაირი განხილვა ასეთი შეხვედრის მოსამზადებლად არ ყოფილა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები