სირსკიმ დონეცკის ოლქში სამი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის ოლქის სოფელ ზელენი ჰაის განთავისუფლება დაადასტურა და რეგიონში კიდევ ორ სოფელზე – მიხაილოვკასა და ვოლოდიმიროვკაზე კონტროლის აღდგენაც დაადასტურა.
“ჩვენმა ჯარებმა კონტრშეტევა წარმატებით განახორციელეს და დონეცკის ოლქის სოფლები – მიხაილოვკა, ზელენი ჰეი, ვოლოდიმიროვკა მტრისგან გაწმინდეს“,- განაცხადა მან.
სირსკის თქმით, ის ესაუბრა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დიდი ხანია იცავენ პოკროვსკს და მათ ჯილდოები გადასცა.