ნეთანიაჰუმ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოაცხადა

ისრაელი მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად და მძევლების გასათავისუფლებლად,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მან დაავალა მოლაპარაკებების დაწყება ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ომის ისეთი პირობებით დასრულების მიზნით, რომელიც მისაღები იქნება ისრაელისთვის.

„მოვედი, რათა დავამტკიცო ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ეს ორი საკითხი – „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება – ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ღაზაში 50 მძევალი რჩება, რომელთაგან, სულ მცირე, 20 ცოცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები