სიიარტო – „დრუჟბას“ თავდასხმაზე: ეს არის ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა მას შემდეგ, რაც „დრუჟბას“ მილსადენზე განმეორებითი თავდასხმები განხორციელდა.
მან ინციდენტს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმა უწოდა.
„ღამის განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე მდებარე „დრუჟბას“ ნავთობსადენზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა, მოკლე პერიოდში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა.
ეს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმაა. ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის მხარდაჭერას და ამავდროულად, მტკიცედ დავიცავთ უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს”,- წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.