რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისია შეიქმნება

უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კერძო ბიზნესს მაქსიმალურად დაეხმაროს, განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილ ბიზნესს კი მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
ღარიბაშვილის თქმით, პროგრამისთვის “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის დამატება არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობას სურს მოსახლეობამ რეალური შვება იგრძნოს და რეგიონები განვითარდეს.
“მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ რეგიონების განვითარებას. უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას. ეს იქნება ახალი მიდგომა და ჩვენს ხედვებს რეგიონის განვითარებაზე წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მთელი რიგი დარგები არის წახალისებული საქართველოში. იგივე ხილის, თხილის, ღვინის, ყურძნის წარმოება. ეს არის კონკრეტული დარგები, რომელმაც დიდი განვითარება ჰპოვა საქართველოში უახლოესი 2 წლის განმავლობაში. მაგალითად, ხილის ექსპორტი თუ იყო 2012 წელს იყო 71 მილიონი ლარის ღირებულების, წელს უკვე, რვა თვის მონაცემებით, არის 221 მილიონი ლარის ღირებულების ხილი ექსპორტირებული. ღვინოს რაც შეეხება, 73 მილიონი ლარის ღვინო იყო ექსპორტირებული 2012 წელს, წელს ჯამში 229 მილიონი ლარის არის. რეალურად გაჩნდა მოტივაცია. 4 ათასი ჰექტარი არის გაშენებული ახალი ვენახები კახეთის რეგიონში, 30 ჰექტარის უნიკალური ჯიშის ხვანჭკარის და უახელაურის ჯიშის ვენახებია გაშენებული რაჭაში. რაც შეეხება თხილს, 170 მილიონი ლარის თხილია სამეგრელოში რეალიზებული. ველოდებით, რომ დამატებით კიდევ 30-40 მილიონის იქნება რეალიზებული”, -განაცხადა ღარიბაშვილმა სამთავრობო ინიციატივის “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის, “მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში” პრეზენტაციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები