პოლონეთი წინააღმდეგია, რომ რუსეთ-უკრაინის სამიტი ბუდაპეშტში გაიმართოს
“შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის პოვნას ვეცდებოდი”,- ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბუდაპეშტში შეხვედრის იდეას.
“ბუდაპეშტი? შეიძლება ყველას არ ახსოვდეს ეს, მაგრამ 1994 წელს უკრაინამ უკვე მიიღო ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები აშშ-სგან, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, ბუდაპეშტში. შეიძლება ცრუმორწმუნე ვარ, მაგრამ ამჯერად სხვა ადგილის პოვნას ვეცდებოდი”,- დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთმა გამოხატა ინტერესი, რომ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს უმასპინძლოს.