„ინფორმაცია, რომ თითქოს მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, ძალიან შორს არის სიმართლისგან“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, ძალიან შორს არის სიმართლისგან, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ასეთ განცხადებაზე კომენტარს ვერც გავაკეთებ, რადგან სიმართლისგან ძალიან შორს არის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, რომელიც იმის გამო ჩაიშალა, რომ საქართველოს მთავრობამ არ მოინდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები