გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება – უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე.
გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელს გერონტი ალანიას, რომელიც ნაწილობრივ გამართლდა, სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი, 6 თვე, 2 ათასლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობაზე მუშაობის შეზღუდვა განესაზღვრა. ოქროყანის ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს კი 4, 6 წელი და 2 ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები