რუსთაველის თეატრში გურამ საღარაძის 85 წლის იუბილეს აღნიშნავენ
მსახიობ გურამ საღარაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი შემოქმედების ამსახველი აუდიო-ვიდეოალბომის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე დღეს ოქტომბერს, 15:00 საათზე შედგება.
გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერების დიდი ალბომი უფასოდ გავრცელდება ბიბლიოთეკებში, მედიათეკებსა და სხვადასხვა სახელოვნებო არქივში იმისათვის, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა ჰქონდეს, გაეცნოს სახალხო არტისტის შემოქმედებას.
მსახიობმა ალბომზე მუშაობა სიცოცხლეშივე დაიწყეო. მან გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე არაერთი ჩანაწერის გაკეთება შეძლო.
ალბომში ასევე შესულია გურამ საღარაძის სხვადასხვა დროს წაკითხული ქართული პროზისა და პოეზიის ჩანაწერები.