პუტინი უკრაინის საკითხში ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევას აქებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთ-ამერიკის სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.
პუტინმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ითხოვა, რათა ინფორმირებულიყო იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი, როგორ მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის დელეგაციასთან და ასევე, ესაუბრათ იმაზე, თუ რა ეტაპზეა რუსეთის ფედერაცია ამერიკულ ადმინისტრაციასთან.
„ამერიკის ადმინისტრაცია, როგორც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩემი აზრით, საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს სამხედრო მოქმედებების შესაჩერებლად, კრიზისის დასასრულებლად და ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარისთვის საინტერესო შეთანხმებების მისაღწევად, რათა შეიქმნას ჩვენს ქვეყნებს შორის, ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის გრძელვადიანი პირობები“, – განაცხადა პუტინმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა დღეს, ალასკაში დაგეგმილი რუსეთ-ამერიკის სამიტისთვის მზადების ფარგლებში, შეხვედრა გამართა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრებთან, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს 15 აგვისტოს ალასკაში შეხვდება.