რუსულ წყალქვეშა ნავს შესაძლოა, დივერსანტები გადაჰყავდა – შვედი ექსპერტი (ვიდეო)

შევედური გაზეთის Dagens Nyhetert-ის ცნობით, წყალქვეშა ნავს, რომელმაც საავარიო სიგნალები გაუშვა, შესაძლოა, სპეციალური ქვედანაყოფი გადაჰყავდა. შვედი ექსპერტის იოაკიმ ფონ ბრაუნის აზრით კი, ნავზე, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
„სპეციალური ქვედანაყოფი შესაძლოა, კუნძულებზე იმალებოდეს. თუ მათ ნავის დატოვება მოუწევთ, ისინი განათავსებენ მოწყობილობას, რომელიც მხოლოდ 24 საათის შემდეგ ააფეთქებს ნავს“, – განაცხადა ბრაუნმა.
„ჯარისკაცები შესაძლოა, ძრავიანმა ნავმა გადმოიყვანოს. მეორე ვარიანტით კი ისინი შვედეთის მოქალაქე საიდუმლო აგენტებს დაუკავშირდებიან“, – ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვედეთის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ნავი „დიმიტრი დონსკოი“ „დაიკარგა“. გავრცელებული ინფორმაციით, ნავმა შესაძლოა, კატასტროფა განიცადოს. რუსეთის ფედერაციაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები