ჰონგ კონგში შეტაკებების შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა
ჰონგ კონგში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 20 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით ორივე მხარეს საკუთარი არგუმენტი აქვს. პოლიცია ამბობს, რომ დემონსტრანტები მათ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და შემოსაზღვრული ტერიტორია გადაკვეთეს. აქციის მონაწილეების თქმით კი მათ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ პოლიციას დემონსტრაცია რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაერბია.
შეგახსენებთ, ჰონგ კონგში ხვალ მთავრობისა და დემონსტრანტების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.