“ჰამასი” – ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა

“ჰამასის” მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ამით არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 222-მდე გაიზარდა.

გაერო-ს ჰუმანიტარულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ღაზაში შემავალი დახმარების რაოდენობა კვლავ „გაცილებით ნაკლებია იმ მინიმალურ რაოდენობაზე, რომელიც საჭიროა ადამიანების უზარმაზარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.

ისრაელმა ღაზაში შიმშილის ფაქტი კიდევ ერთხელ უარყო.

გაერო-ს ჰუმანიტარული სააგენტო აცხადებს, რომ ისრაელის მიერ კონტროლირებადი სასაზღვრო ზონებიდან დახმარების შეგროვების მცდელობისას კვლავაც აწყდება დაბრკოლებებსა და შეფერხებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები