კალასი: აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებებში უკრაინა და ევროკავშირი უნდა მონაწილეობდნენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები „ევროპის გარეშე არ უნდა მიიღებოდეს“.

კალასის განცხადება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე გაკეთდა, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებული დიპლომატიური გამოსავლის ძიებას ეხება.

“შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს უკრაინას და ევროკავშირს, რადგან ეს უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, საერთაშორისო სამართალი ნათელია: ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის”,- განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები