სანდრო თვალჭრელიძე: მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება

“ქართულმა ოცნებამ” ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ახლავე გეტყვით, რომ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”, – ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სეფაშვილი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს.

“ რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს აუცილებელია ოპოზიციამ გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც თბილისში მაინც შეძლებს სერიოზული ბრძოლის გამართვას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბისმარკის სიტყვებს, რომ “თანმიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებს”. არ შეიძლება ასე ლერწამივით რყევა. მოსახლეობას სჭირდება დადებითი და მდგრადი კურსის ჩვენება. არადა, ერთიანი, ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისის მოგება… ჩემი შეხედულებით, ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი, აპოლიტიკური და პატიოსანი ადამიანი. აქედან გამომდინარე, დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ყველა მიუღებელია. განსაკუთრებით მერაბ სეფაშვილის დასახელება იყო მოულოდნელი, ლაპარაკიც არ მინდა ამაზე. ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა? მერაბი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს. მოგეხსენებათ, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ახლავე გეტყვით, რომ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები