სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის ომზე სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

როგორც ფიცომ აღნიშნა, კონფლიქტზე სუვერენული მოსაზრების გამოხატვა „თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა“.

სლოვაკეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროკავშირში სიტყვის თავისუფლება დაამახინჯა.

„ყველა აზრი, რომელიც განსხვავდება სავალდებულო აზრისგან, მკაცრად არის დაგმობილი, მაშინაც კი, თუ ის ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას. უკრაინული დიპლომატიის პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებული აზრის უფლება, რომელიც ნორმალური გზით არის გადმოცემული, წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს და ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის დასასრულის დაწყებას“, – აღნიშნა ფიცომ.

შეგახსენებთ, რომ ფიცო მაისში ბრატისლავაში დაჭრეს, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა მკურნალობას გადიოდა. ის კრიტიკულადაა განწყობილი უკრაინისადმი ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების მიმართ და არაერთხელ მოუწოდებია მოლაპარაკებებისკენ.

პრემიერის თქმით, თავდასხმამ დაადასტურა, რომ ევროპაში პოლიტიკური პოლარიზაცია და უკრაინის თემაზე განსხვავებული ხედვების გამოხატვა სერიოზულ საფრთხეს უკავშირდება.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რობერტ ფიცოს განცხადებები
კეთილმეზობლობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები