დავით ვერავამ აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძის შვილთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილემ გიორგი ნადარაიამ, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და ომში დაღუპული ბადრი ბერანძის შვილმა საბა ბერანძემ, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები