კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდნენ.
კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივი ღონისძიების გამართვასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.