ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ მინიმუმ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რამდენიმე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და მათი საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
სტიქია ძირითადად მთიან რეგიონებს დაატყდა თავს, სადაც მდინარეები ადიდდა და მეწყერი გამოიწვია. დაზიანებულია ასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები და ხიდები, რის გამოც გადაადგილება გართულდა.
ინდოეთის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მან ფედერალურ მთავრობას სამი ვერტმფრენი სთხოვა სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, რადგან მაშველებს შორეულ ტერიტორიაზე შესვლა უჭირდათ.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმები შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.