ცენტრალურ კალიფორნიაში ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან ლოს-პადრესის ეროვნულ ტყეში ბუჩქნარით დაფარულ ფერდობებზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გიფორდის ხანძრის გამო 450-ზე მეტი შენობა საფრთხის ქვეშაა და რამდენიმე დაშავებულია.
ორშაბათს, 4 აგვისტოს დილას დაწყებულმა ხანძარმა 65 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. ცეცხლი 1-ელ აგვისტოს, სანტა მარიასა და ბეიკერსფილდს შორის 166-ე სახელმწიფო გზატკეცილზე გაჩენილი, რამდენიმე მცირე ზომის ხანძრის შედეგად გაჩნდა, რასაც ხელი ცხელმა და მშრალმა ამინდმაც შეუწყო.
ხანძრის ჩაქრობას 1000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ხანძრის არეალში არასტაბილური შუადღის ქარის სიჩქარემ შესაძლოა, 40კმ/სთ-ს მიაღწიოს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი მცხოვრები დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი კონტრაქტორი თანამშრომელი მეხანძრეების დახმარების დროს დაშავდა.
კალიფორნიაში ხანძრის მაღალი რისკი კვლავ მაღალია მას შემდეგ, რაც უფრო თბილმა და მშრალმა გაზაფხულმა ლანდშაფტები გამომშრალი დატოვა. კალიფორნიის მასშტაბით ხანძრის აქტივობა, როგორც წესი, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე მატულობს, თუმცა, CalFire-ის მონაცემებით, ხანძრის აქტივობა უკვე ნორმაზე მაღალია.