ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ოდენობის ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომელიც მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებსა და რაკეტებს.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინა ახლა საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მასალის გაძლიერებას საჭიროებას.

„ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, (მათ შორის Patriot-ის სისტემის ნაწილებსა და რაკეტებს). ეს უკრაინას საკუთარი თავისა და დანარჩენი ევროპის რუსული აგრესიისგან დასაცავად დაეხმარება“, – აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრს სამხედრო დახმარების მიწოდების თარიღი და სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები