ლიეტუვის დროებით მთავრობას ქვეყნის ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ფინანსთა მინისტრი რიმანტას შადჟიუსი, დროებით პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნა,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

პალუკასის გადადგომა წინ უძღოდა სკანდალს, რომელიც მისი ოჯახის წევრის ბიზნესის მიერ ევროკავშირის გრანტების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას ეხებოდა. პალუკასმა ბრალდებები უარყო.

დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი შადჟიუსი, მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას მანამ, სანამ ახალი პრემიერი და კაბინეტი არ დამტკიცდება. პრეზიდენტს ახალი პრემიერ-მინისტრის წარსადგენად 15-დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები