ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
გაირკვა, რომ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეღავათიანი კრედიტი მიიღო და თანაც დაჩქარებული წესით. მთავრობის გადადგომა ლიეტუვის პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს და ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გიტანას ნაუსედამ დროებითი მთავრობა დანიშნოს.
სკანდალი კომპანია Dankora-ს ეხება, რომელიც პრემიერ-მინისტრ პალუკასის რძალს (ძმის ცოლს) ეკუთვნის და რომელმაც 170,000 ევროზე მეტი ოდენობის ევროკავშირის სუბსიდია მიიღო. Euronews-ის ინფორმაციით, ამ თანხის დიდი ნაწილი კომპანია Garnis-ისგან ბატარეების სისტემების შეძენას მოხმარდა, რომლის 49%-ის წილის მფლობელი თავად პალუკასია.
კრიტიკა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ პალუკასს 2012 წელს ვილნიუსის ერთ-ერთ სატენდერო პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო დაკისრებული €16,500-იანი ჯარიმა სრულად არ გადაუხდია. ამ საქმეს ადგილობრივ მედიაში „ვირთხის შხამის სკანდალი“ უწოდეს.