თენგიზ შარმანაშვილი – შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ასეთი დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა ევროინტეგრაციისთვის ყოვლად დაუშვებელია

,,ასეთი დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა ევროინტეგრაციისთვის არის ყოვლად დაუშვებელი და არასამართლიანი”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ერთსქესიანთა ქორწინების შემოღება წარმოუდგენელია.

„საქართველომ მიიღო კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორება ჯერ კიდევ 2017 წელს, სადაც ნათლად წარმოაჩინა რა არის ამ სახელმწიფოსთვის ოჯახი. ეს დამატებით პირობად დაგვიყენოს ვიღაცამ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა შემოვიღოთ და კონსტიტუციური ჩანაწერი უგულებელვყოთ, არის წარმოუდგენელი“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები