ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
ვახუშტი კოტეტიშვილის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს ვახუშტი კოტეტიშვილის მრავალმხრივ ღვაწლს.
„მრავალმხრივი მოღვაწე და ჭეშმარიტად კოლორიტული პიროვნება, გამორჩეული ხმითა და შემოქმედებით. როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, მომავალ აღმოსავლეთმცოდნეებს ზრდიდა და სპარსული ლექსის პოეტიკასა და რითმის სტრუქტურას იკვლევდა; როგორც ფოლკლორისტი, მთელ საქართველოში ხალხურ მთქმელებს ეძებდა, თბილისში ჩამოჰყავდა და მარგალიტებით სავსე დაუვიწყარ საღამოებს აწყობდა.
უაღრესად მნიშვნელოვანია ვახუშტი კოტეტიშვილის მთარგმნელობითი ღვაწლი. მან ქართული პოეზიის კუთვნილებად აქცია ხაიამის, ჯამის, ჰაფეზის ლირიკა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.