მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან მუშაობენ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რომლის მიზანია ნაყინის ისეთი ფორმულით შექმნა, რომელიც მაღალი ტემპერატურის პირობებშიც სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ დნება,- ამის შესახებ BBC წერს.
კვლევის ძირითადი მიზანია პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივება, ტრანსპორტირების გამარტივება და ჭარბი ტკბილეულის შემცირება.
როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ექსპერიმენტული მეთოდია ბიოპოლიმერების, მაგალითად, ბაქტერიებისგან მიღებული ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება, რაც სტრუქტურულად უფრო მყარ პროდუქტს ქმნის.
როგორც ცნობილია, ასეთ ტექნოლოგიაზე ბოლო წლებში მუშაობენ იაპონიაში, შვეიცარიაში და აშშ-შიც.
მედიის ინფორმაციით, ინოვაციური ნაყინი მცირე მასშტაბით უკვე გამოიცადა და დადებითი შედეგებიც გამოავლინა, თუმცა მასობრივ წარმოებამდე დიდი დროა, ამ ყველაფრისთვის დამატებითი კვლევები და სტანდარტიზაცია იქნება საჭირო.