გონორეას ვაქცინა ბრიტანეთში – პირველი ნაბიჯი გლობალური პრევენციისკენ

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გონორეას, საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი დანერგვა დაიწყო. გონორეა ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც დაუცველი სქესობრივი გზით გადადის,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის (NHS England) ინფორმაციით, იმუნიზაციის პროგრამა 1 აგვისტოდან დაიწყო და თავდაპირველად მაღალი რისკის ჯგუფებს შეეხება.

ვაქცინა, რომელიც თავდაპირველად მენინგოკოკური ინფექციის წინააღმდეგ იყო შემუშავებული (4CMenB), კლინიკურ ცდებში, გონორეის შემთხვევების პრევენციაში 30-40%-იან ეფექტიანობას აჩვენებდა. ახალი პროგრამის მიზანია ინფექციის გავრცელების შემცირება, განსაკუთრებით იმ ჯგუფებში, სადაც შემთხვევები სწრაფად იზრდება.

ჯანდაცვის უწყებების შეფასებით, ვაქცინაცია წლების განმავლობაში ასიათასობით შემთხვევის პრევენციას შეძლებს და ჯანდაცვის სისტემას მილიარდობით ფუნტის დაზოგვას მოუტანს.

NHS-ის განცხადებით, ვაქცინაცია პირველ ეტაპზე გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განიცდიან ინფექციის მაღალი რისკის ფაქტორებს, მათ შორის არიან მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცებთან აქვთ სქესობრივი კონტაქტი.

როგორც “ბიბისი” წერს, ჯანდაცვის წარმომადგენლები ამ ნაბიჯს “მნიშვნელოვან პროგრესს” უწოდებენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გონორეა ანტიბიოტიკების მიმართ მზარდ რეზისტენტობას იჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები