ახალ ზელანდიაში, ბარგში ორი წლის ბავშვის აღმოჩენის შემდეგ ქალი დააკავეს

ახალ ზელანდიაში სამართალდამცველებმა ქალი მას შემდეგ დააკავეს, რაც ავტობუსის მძღოლმა პოლიციას საეჭვო ქცევის შესახებ აცნობა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს ბარგი უცნაურად ეჭირა და შემოწმებისას შიგნით ორი წლის გოგონა აღმოაჩინეს.

ბავშვი ცოცხალი იყო, თუმცა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმებისთვის. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ქალი არ არის ბავშვის ნათესავი და სავარაუდოდ, იგი მცირეწლოვნის გატაცებას ცდილობდა.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ და შევაქოთ ავტობუსის მძღოლი, რომელმაც შენიშნა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რითაც თავიდან აიცილა გაცილებით უარესი შედეგი“, – განაცხადა პოლიციამ.

გამოძიება გრძელდება, ხოლო ბრალდებულს მცირეწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები