ლევან მახაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი ნიშანია, თუ რეალურად, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები
„საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი ნიშანია, თუ რეალურად, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშინგტონის ტრიბუნალის დასკვნამ წერტილი უნდა დაუსვას იმ მანიპულაციებს და ტყუილებს.
“საინტერესო იყო ნამდვილად ვაშინგტონის ტრიბუნალის დასკვნა, რომელმაც წესითა და რიგით, ყველა ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს სიმართლე, წერტილი უნდა დაუსვას იმ მანიპულაციებს, ტყუილებს, რაც ჩვენ ვიხილეთ და რასაც ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში ხაზარაძის, ჯაფარიძის და მათი პარტნიორების მხრიდან. ეს იყო კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ადამიანები, ყველა მათგანი სათითაოდ გამტყუნდა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი ნიშანი, თუ რეალურად, რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც აღელვებთ საზოგადოების ბედი,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.