საქართველოს კულტურის მინისტრმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა – ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ. ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს.-დან I ს.-ის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები