ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე – მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია გველოდება
„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია გაიმართება.
„როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ სპეკულაციას ვისმენდით და მათ შორის იყო მცდელობა, რომ „ანიტას“ რანგის და ჟანრის ჭორები მოგვესმინა, რა თქმა უნდა არავის გვეპარებოდა ეჭვი, რომ კახი კალაძე იყო უალტერნატივო, არის და ის გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად. მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია გველოდება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზეც, ახლაც თქვენ დააკვირდებით, როგორ მივა „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი, თვითონ ჩვენგანი ყველა მოქალაქესთან, როგორი აქტიური იქნება ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და ამის ფონზე, ჩვენ დავინახავთ სრულებით არაფრის მაქნის ოპონენტებს. მათ შორის მათაც, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს. იმიტომ, რომ მათი ძირითადი დასაყრდენი ეს არის გარე ძალები, ვის დაკვეთასაც ისინი ასრულებენ, სწორედ მათ განცხადებაზე, მათ რეზოლუციებზე, მათ დეზინფორმაციაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ, რა თქმა უნდა მათ გაუჭირდებათ, რომ არჩევნები თავისი კლასიკური ტრადიციული გაგებით, რაც არის – მიხვიდე ამომრჩეველთან, ესაუბრო რის გაკეთებას აპირებ, რა გაგიკეთებია, რატომ გაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მიხვიდე და სთხოვო მათ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა ამას ისინი ვერ შეძლებენ. ლეგიტიმურ უფლებაზე ვსაუბრობთ და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ პარტიები ვინც გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ამ ეტაპზე განცხადებული ეს არის გახარია და „ლელო“. მათ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვთ ლეგიტიმური უფლება და არც მორალური უფლება მივიდნენ საკუთარ ამომრჩეველთან. არ ვსაუბრობ ჩავარდნილ საპარლამენტო არჩევნებზე, მათთვის ჩავარდნილზე, როდესაც სანაგვეზე მოისროლე საკუთარი ამომრჩევის ხმები. ვსაუბრობ თუნდაც იმ მცირე გამარჯვებაზე, რომელიც მათ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ და რომ გაიხსენებთ რა გაუკეთებიათ, გაკეთებაზე არ არის საუბარი, რამდენი რამ გაუფუჭებიათ რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, რომ ისინი მივიდნენ ხალხთან და დაარწმუნონ რის გაკეთებას შეძლებენ. თითოეული ამომრჩეველი ისევე, როგორც ჩვენ, ყველა ამომრჩეველი ვართ საზღვრავს ვის შეიძლება გადაულოცოს თავისი ნდობა და ის მანდატი, რომლითაც შემდგომში უკვე არჩეული ხელისუფალი, ამ შემთხვევის თვითმმართველობაზე არის საუბარი განახორციელებს პროექტებს და აღასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მათ აქვთ და მე ვფიქრობ, რომ თბილისის მაგალითზე, რომ ვთქვათ კახი კალაძის მსგავსად ოპერატიულად, მაღალ კვალიფიციურად და საუცხოოდ ქალაქს ვერავინ ვერ გაალამაზებდა, ვერ გაამწვანებდა, ვერ გაუკეთებდა რეაბილიტაციას. ის რაც ამ 8 წლის მანძილზე კახა კალაძემ მოახერხა, მერობის პერიოდში რა თქმა უნდა ეს იყო საუკეთესო პერიოდი თბილისის განვითარებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.