გიორგი ვოლსკი: კახა კალაძის გამარჯვება უდავოა

„კახას გამარჯვება უდავოა. ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, კახა კალაძის წარდგენის საზეიმო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

„კახას გამარჯვება უდავოა. ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება. პრობლემები რასაკვირველია არსებობს, მაგრამ კახაა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია გააგრძელოს ტენდენცია – პოზიტიური პროექტები და ვფიქრობ, აღარ დაგვრჩება ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქალაქს ძირითადად აწუხებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები