თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს
თბილისში, სასწრაფო დახმარების ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
,,გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-8 და მე- 10 ფილიალის სამედიცინო ბრიგადის მიერ მოვლინებული 2 ახალი სიცოცხლე.
თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 და მე-10 ფილიალი ბრიგადებმა გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა მიიღეს.
ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.
სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა.
პირველ შემთხვევაში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა.
მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელი გოგონა.
ექიმების მიერ მოხდა პარამეტრების შეფასება, პაციენტები აყვანილ იქნენ მონიტორზე, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რის შედეგადაც თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
#გვეამაყება
ექიმი ლუიზა ჭელიძე
უმცროსი ექიმი სოსო დარსალია
მძღოლი მიხეილ მჭედლიშვილი
#გვეამაყება
ექიმი თამარ კაპანაძე
უმცროსი ექიმი გურამ სვანიძე
მძღოლი კობა ერაძე”,- წერია ინფორმაციაში.