ონლაინ შოპინგი ალტასთან ერთად ახალ დონეზე გადადის

ტექნიკის მაღაზია ალტა, სამი ათწლეულია, რაც ტექნოლოგიურ პროგრესთან და ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ასოცირდება. კომპანიამ მომხმარებელთა ერთგულება არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკის ფართო არჩევანით, არამედ კომფორტული მომსახურებითაც დაიმსახურა. ალტას სრულად განახლებული ონლაინ პლატფორმის მიზანი კი, შენთვის სასურველი პროდუქტის ონლაინ შერჩევისა და შეძენის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებაა.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ტექნიკის ონლაინ შეძენა გაურკვევლობასა და შფოთვას უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოდელი წინასწარ არ გაქვს შერჩეული. უსასრულო სქროლვა, არასაკმარისი ინფორმაცია და ვებგვერდზე მოუხერხებელი ფილტრები პროდუქტის ძიებისას დროსა და ენერგიას გართმევს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა განახლებული პლატფორმა, რათა შოპინგის პროცესი სტრესული აღარ იყოს და ნაკლები დრო დახარჯო ტექნიკის განახლებისას. ახალი პლატფორმის დახვეწილი, სწრაფი და ინტუიციური ინტერფეისი, პროდუქტების დეტალური კატეგორიზაცია და ძიების მძლავრი სისტემა საშუალებას მოგცემს შენი მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტები რამდენიმე წუთში იპოვო.

მაგალითად, თუ სამზარეულოს ტექნიკა მოგიძველდა და განახლება გადაწყვიტე, შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად, განახლებულ ვებგვერდზე მარტივი ინტერაქციით დააზუსტო არა მხოლოდ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სასურველი ბრენდები და ღირებულება, , არამედ ისეთი დეტალები, როგორებიცაა ენერგოეფექტურობა, ზომები, საჭირო მახასიათებლები და ხელმისაწვდომი ფერები.

ალტას განახლებულ პლატფორმაზე 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდის 8,000-ზე მეტი პროდუქტია ხელმისაწვდომი. თითოეული პროდუქტის გვერდზე კი მოცემულია დეტალური აღწერა ტექნიკური მონაცემების შესახებ, მომხმარებლების შეფასებებთან ერთად. გარდა ამისა, ფილტრები დაგეხმარება შენი მოთხოვნის შესაბამისი რამდენიმე მოდელის მახასიათებლები ერთმანეთს დეტალურად შეადარო და ისეთი ოპტიმალური არჩევანი გააკეთო, რომელიც შენი ცხოვრების სტილსა და ბიუჯეტს მაქსიმალურად ერგება.

ამასთან ერთად, ვებსაიტზე ჩაშენებულია პერსონალიზებული რეკომენდაციების ალგორითმი, რომელიც აანალიზებს შენს ქცევას და სავარაუდო ინტერესების საფუძველზე თავად გთავაზობს რელევანტურ პროდუქტებს.

ვებგვერდის განახლების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის სისტემასაც — ყველა ტრანზაქცია დაცულია, შენი მონაცემები კი სრულად კონფიდენციალური.

თუ პროდუქტის ძიების პროცესში დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია პირდაპირ საიტიდან, ლაივჩათის მეშვეობით, დაუკავშირდე ალტას მხარდაჭერის გუნდს და მომენტალურად მიიღო რჩევები, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მარტივი ონლაინ შოპინგისთვის ეწვიე განახლებულ ვებგვერს alta.ge.  შეარჩიე ტექნიკა მარტივად, მიუთითე მიწოდების სასურველი დრო და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

#განახლებისდროა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები