,,მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის” მე-5 გამოშვება გაიხსნა
29 ივლისს ,,მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის” მე-5 გამოშვება გაიხსნა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გახსნას ფესტივალის ქართველი და უცხოელი სტუმრები, ჟიურის წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, “მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი” 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.