კამბოჯა და ტაილანდი, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ „დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ტაილანდი და კამბოჯა პრემიერ-მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას განაახლებენ.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებზე დამკვირვებლები ჰყავდათ როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთს.
მალაიზიის ლიდერმა, ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით შუაღამისას ამოქმედდება.
„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია დეესკალაციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისკენ“,- განაცხადა იბრაჰიმმა.
როგორც “ბიბისი” წერს, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ფუმტჰემ ვეჩაიაჩაი შედეგით ნაკლებად აღფრთოვანებულია, თუმცა პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივს სცემდა.
ცნობისთვის, მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორივე ქვეყანას მოუწოდა, ვაშინგტონთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყვნენ.