“ჯანსაღი ოპოზიციის ყოლა დღეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი ღირებულს არაფერს ქმნიდნენ” – მარიამ ლაშხი
“ჯანსაღი ოპოზიციის ყოლა დღეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი ღირებულს არაფერს ქმნიდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს.
ის განმარტავს, რომ პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.
„პრეზიდენტის ეს შეთავაზება არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანაში არსებობდეს დემოკრატიული პროცესები, პოლიტიკა იქმნებოდეს საკანონმდებლო სტრუქტურებში და არა ქუჩაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია პირველ რიგში პასუხისმგებლობიანი იქნება საკუთარ ამომრჩევლებთან. ჯანსაღი ოპოზიციის ყოლა დღეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი ღირებულს არაფერს ქმნიდნენ. შესაბამისად, დიდი მოლოდინებიც არ მაქვს“, – ამბობს ლაშხი.