მარიამ ლაშხი აშშ-ისა და ევროკავშირის შეთანხმებაზე: ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას
,,ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას”,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ისა და ევროკავშირის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მაგალითი, როდესაც გაერთიანებას არ აქვს სუვერენიტეტი.
„ამ შეთანხმებით ტრამპის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და სამწუხაროდ ვხედავთ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად დასუსტებას. განსაკუთრებით ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის მაგალითი, როდესაც გაერთიანებას არ აქვს სუვერენიტეტი, როდესაც სხვისი კარნახით იმართება, გაერთიანებას არ აქვს საკუთარი ეკონომიკური და სოციალური სიმტკიცე. ვხედავთ როგორი მოწყვლადი შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის ზეწოლებისგან და შეთანხმებებისგან“, – აღნიშნა ლაშხმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.