„თავისუფლების ფორმები“ – სოსო წერეთლის გამოფენა გაიმართება
30 ივლისს, 19:00 საათზე, „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ უმასპინძლებს გამოფენას, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, სოსო წერეთლის (1958–1983) ინტენსიურ, თუმცა ხანმოკლე ცხოვრებას ასახავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს მხატვრის მიერ 1970-იანი წლებიდან 1983 წლამდე შესრულებულ ნამუშევრებს – მათ შორის, საზოგადოებისათვის ცნობილ და აქამდე უცნობ ფერწერულ თუ გრაფიკულ სერიებს.
სოსო წერეთელმა თავისი ცხოვრების მანძილზე, თავისუფლებისადმი ლტოლვა, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, საკუთარ შემოქმედებაში გამოხატა. მხატვარი საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც „თვითმფრინავის ბიჭების“ ტრაგიკული ამბის ერთ-ერთი მონაწილე.
მისამართი: ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი (ივ. ჯავახიშვილის N7).