ლიტერატურული  კონკურსის „მაჩაბელი – 2025“-ის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2025“ -ის დაჯილდოების ცერემონია გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი დაჯილდოვდნენ:
• ლია სტურუა – ,,ოთახი“ და სხვა ლექსები, ,,ლიტერატურული გაზეთი“;
• ტარიელ ხარხელაური – „სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა“, გამომც. „ფორმა“;
ნომინაცია წლის საუკეთესო დრამატული ნაწარმოები:
• მიხო მოსულიშვილი – „მიღმურისა და სააქაოსი“, გამომც. „საარი“;
ნომინაციაში წლის საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტურ/პუბლიცისტური წერილი/კრებული პრემია „მაჩაბელი“ გაიყო და გადაეცათ:
• მექა ხანგოშვილი – „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“, გამომც. „ფავერპოინტი“;
• მარინე ტურავა – „ქართული პოსტმოდერნისტული პროზა“, გამომც. „მერიდიანი“;
ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი:
• თამარ ჯაფარიძე – ჯოშუა კოენის „ნეთანიაჰუები“, გამომც. „პალიტრა L“;
ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები/კრებული 2025 წელს პრემია ,,მაჩაბელი“ არ გაიცა.
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ დამფუძნებლის პრემია გადაეცა პოეტ ჯემალ ინჯიას.
ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი – 2025“ ჟიურის შემადგენლობა:
• ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია;
• ლიტერატორი და მთარგმნელი, მანანა ღარიბაშვილი;
• საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სოსო სიგუა;
• პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბაღათერ არაბული;
• პოეტი – რობაისტი, ელგუჯა მარღია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები