კინოს სახლში ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ გაიხსნა

  თბილისის კინო სახლში მართლმადიდებლური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ გაიხსნა. პირველი ჩვენება რეჟისორ მურმან ასიტაშვილის „ბრინჯაოში გამოძერწილი საქართველოს ისტორიით“ დაიწყო, რომელიც ზურაბ წერეთლის შემოქმედებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
წელს „წმინდა ანდრიას ჯვრის“ ფესტივალზე 12 ქვეყნის 50-მდე ფილმია წარმოდგენილი.
„ფესტივალზე ორმოცდაათამდე ფილმია წარმოდგენილი. ფესტივალი დღეს გაიხსნა და 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დახურვის დღეს გაიმართება გამარჯვებული ფილმების დაჯილდოვება“, – განმარტა კინოფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი გელაშვილმა.
„ფესტივალი არის ძალიან ორიგინალური თავისი შინაარსით, თავისი გაგებით, ეროვნულობით, სარწმუნოების თვალსაზრისით. ყველანაირი თვალსაზრისით ის ჩემთვის მიმზიდველია“, – განაცხადა კინორეჟისორმა მურმან ასიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები