ხარკოვში, სამედიცინო დაწესებულებაში, რუსული ნაღმის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

დღეს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რუსული ნაღმსატყორცნის აფეთქების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბომბი სამედიცინო დაწესებულებას მოხვდა. რუსების მართვადმა ბომბმა ასევე დააზიანა სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე კერძო სახლი, რომელიც დარტყმის მთავარი სამიზნე იყო.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები რჩებიან და ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები