გასულ ღამეს, რუსეთის თავდაცვის ძალებმა 105 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას, რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიისავე ცნობით, გუშინ ღამით უკრაინამ რუსეთის ათამდე რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა.
ასევე, დრონებით შეტევა განხორციელდა სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკიში მდებარე ქიმიურ ქარხანა Азот-ზე.
აზოტის ქიმიურ ქარხანაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ განხორციელდა დრონების თავდასხმა. ივნისში ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს კომპანია ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე სვერდლოვის ქარხანას აზოტის მჟავას აწვდის, რომელიც არტილერიის ჭურვებში გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის გამოიყენება.
ამასთან, ვლადიკავკაზში, გროზნოში, მინერალნიე ვოდიში, ნალჩიკში, სტავროპოლში, ტამბოვსა და სოჭში აეროპორტები დროებით დაიკეტა.