უკრაინის პარლამენტის წევრებმა კანონპროექტი SAP-ისა და NABU-ს დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ რეგისტრაციისთვის წარადგინეს

სახალხო დეპუტატთა ჯგუფმა რეგისტრაციისთვის წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს NABU-სა და SAP-თან დაკავშირებული ყველა იმ რეგულაციის გაუქმებას, რომელიც №12414 კანონში იყო მოცემული- ინფორმაციას, დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

“ჩვენ უკვე წარვადგინეთ კანონი რეგისტრაციისთვის NABU-სა და SAP-ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის გაუქმების შესახებ. ის მალე განთავსდება რადას ვებსაიტზე. მას ხელი მოაწერა 48 სახალხო დეპუტატმა. მისი მიზანია, ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა დაუბრუნდეს”,- აცხადებს დეპუტატი.

მან დასძინა, რომ დეპუტატები ასევე პრეზიდენტის მიერ დაპირებულ კანონპროექტს ელოდებიან.

„ჩვენ ასევე ველოდებით კანონს პრეზიდენტისგან – შევამოწმებთ, ვისი ტექსტი იქნება უკეთესი. შესაძლოა, მან იქ კიდევ რამდენიმე რეფორმა შემოგვთავაზოს. მაგრამ თუ მთავრობას ნამდვილად სურს შეცდომის გამოსწორება – აი, კანონი მათთვის. ახლა მათი ჯერია“, – აღნიშნა ჟელეზნიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები