მერცი და მაკრონი ზელენსკისთან კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ანტიკორუფციული ზომების განხილვას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის კანცლერი შეთანხმდნენ, რომ ისინი ინტენსიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.

მისი თქმით, ორი სახელმწიფოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინა ამჟამად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტში იმყოფება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ანტიკორუფციული ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აღშფოთებაზე კომენტარი გააკეთა და პირობა დადო, რომ მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკუთარ კანონპროექტს წარადგენდა.

„დიდი შვიდეულის“ ელჩები მიესალმნენ ზელენსკის დაპირებას, აღედგინა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ამ კუთხით მას დახმარება შესთავაზეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები