„დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შუახნის მამაკაცის კი – უკიდურესად მძიმე“

  ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შუახნის მამაკაცის კი – უკიდურესად მძიმე – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძემ განაცხადა.
თეა თავართქილაძის თქით, ამჟამად ორივე დაჭრილ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ, დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწარაფო სამედიცინო ბრიგადამ მიიყვანა. თავართქილაძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ორივე პაციენტს სხეულზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
შს სამინისტროს განცხადებით, „ ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები