როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, ზაფხულის ცხელ დღეებში გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევს.
„როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? რეკომენდაციები:
– ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ – ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია.
– დღისით, შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია.
– მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
– მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას.
– არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
– მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.
– ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი.
– მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად.
– მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს.
– საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს.
– თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე.
– მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.