ისრაელ კაცი – ისრაელი სირიის ძალებზე დარტყმებს გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას, თუ ისინი არ გავლენ ქალაქ სუვეიდადან, რომელიც, ძირითადად, დრუზებით არის დასახლებული,- ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს.

„სირიის რეჟიმმა სუვეიდაში დრუზები უნდა დატოვოს და თავისი ძალები გაიყვანოს. როგორც ჩვენ განვაცხადეთ და გავაფრთხილეთ, ისრაელი არ მიატოვებს დრუზებს სირიაში და ჩვენს მიერ შერჩეულ დემილიტარიზაციის პოლიტიკას განახორციელებს. ისლამური თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რეჟიმის ძალებზე თავდასხმას მანამ, სანამ ისინი ტერიტორიიდან არ გავლენ“, – ნათქვამია კაცის განცხადებაში.

როგორც მედია იუწყება, დღეს დილით სირიის ძალებსა და დრუზებს შორის ახალი შეტაკებები დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები