ტრამპის თქმით, უკრაინაში იარაღი უკვე იგზავნება

უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და სხვა სახის იარაღი უკვე გზაშია,- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ისინი გერმანიიდან მიდის და შემდეგ გერმანია ანაცვლებს მათ თავიანთ მარაგში. ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულად მიიღებს ანაზღაურებას. ნატო ყველაფრისთვის გადაგვიხდის. ასე რომ, ჩვენი მხრიდან აღარ იქნება რამე ინვესტიცია. ჩვენ ფულს დავიბრუნებთ”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა დასძინა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადების შემდეგ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არ უსაუბრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები